2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2018-10-07 10:34:42

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცებს მაშინ დაეჯახა რა დროსაც ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ. ავარიის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა 3 კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 2 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე გაეწია დახმარება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან  2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".