მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

2018-10-05 00:10:48

რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. მოზარდი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მოზარდმა დიდი ოდენობით მარიხუანა მიიღო, რის შემდეგაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.

პაციენტს, სამედიცინო დაწესებულებაში ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.