სუიციდის მცდელობა რუსთავში [video]

2018-10-02 09:19:05

რუსთავში, VII მიკრო-რაიონში სუიციდის მცდელობა იყო. [ვიდეო/video]

ერთერთი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან მამაკაცი გადმოხტომას აპირებდა. ადგილზე სხვადასხვა სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა სამაშველო ლეიბიც.

1 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობის მცდელობა გადააფიქრებინა.