ვინ დაჭრა ბაიკერები რუსთავში [video]

2018-09-30 00:15:01

რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ბაიკერი დაჭრეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ბაიკერები სავარაუდოდ ერთმა პირმა დაჭრა. დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უძღვოდა. ჩვენი ინფორმაციით მამაკაცებს შორის დაპირისპირება საავტომობილო გზაზე, სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას მოჰყვა. "ინფო რუსთავს" ერთერთი თვითმხილველი უყვება რომ - "ბაიკერებმა მსუბუქ ავტომობილს გადაასწრეს რის გამოც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მანქანის მძღოლმა მიაყენა. მოტოციკლისტებმა მძღოლს პასუხის მოთხოვნის მიზნით ავტომობილი გააჩერებინეს. მათ შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც მანქანის მძღოლმა ორი ბაიკერი დანით დაჭრა."

ერთერთ ბაიკერს ოპერაციას უკეთებდნენ რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულდა, თუმცა ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.