დაზარალებულები კვლავ დახმარების მოლოდინში არიან [video]

2018-09-21 18:02:15

კრწანისის დასახლებაში დაზარალებული მოსახლეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულეს. ნახეთ ვიდეო

დაზარალებულები კვლავ დახმარების მოლოდინში არიან და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
მათი თქმით, უკვე ორი თვეა გასული, რაც მოსახლეობას ზარალი მიადგა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ.

მოსახლეობა მთავრობისგან დროულ რეაგირებას და თანხების გამოყოფას ითხოვს.

“პრობლემებმა სახე იცვალა, ადრე იყო ტალახი და შლამი, ახლა კი გამშრალია, მაგრამ ყველაფერს გატანა უნდა და მთავარი რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია არის დაფინანსება, რასაც ყველა დაზარალებული ველოდებით, რათა საცხოვრებელი პირობები მოვაწესრიგოთ. მერია დაგვეხმარა ქუჩების მოსუფთავებასა და ეზოებიდან შეგროვებული ნაგავის ტერიტორიიდან გატანაში, დანარჩენს კი ჯერჯერობით ველოდებით ისევ. არვიცით როდის რა გვეშველება“ -  განაცხადა კრწანისის დასახლების მცხოვრებმა სვეტა ცაცუამ

“ მოსახლეობას არარეალურს ვერ დავპირდები, შემიძლია დავპირდე ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპიც და საქმიანობისაც. მე ტყუილს ვერავის ვეტყვი. შევპირდი, რომ მოვიდოდა ტექნიკა და ჩემი თვალით მინდოდა მენახა, რაც ხდებოდა ამ დასახლებაში. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად ყველანაირ დახმარებას გაუწევს მათ და მე კიდევ ვპირდები დაზარალებულებს, რომ რამდენიმე დღეში თითოეულ ოჯახთან მექნება კონტაქტი და მოვისმენ მათ პრობლემებს.“- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ ძლიერმა წვიმამ კრწანისის დასახლებაში ეზოები და სახლები მთლიანად დატბორა. განადგურებულია სახლებში არსებული ინვენტარიც, მიმდებარე ტერიტორია ტალახით და შლამით არის სავსე.