ბუნკერების დალუქვის პროცესი განახლდა

2018-09-22 00:01:00

რუსთავის მერიამ მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის პროცესი განაახლა.

ამ ეტაპზე სამუშაოები მე-14 მიკრორაიონის #46, #47, #48 კორპუსებში მიმდინარეობს.
სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ.

ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით საცხოვრებელი შენობებიდან ბუნკერების გატანა ეტაპობრივად ქალაქის ყველა მაღალსართულიან კორპუსში მოხდება.