რუსთავში, რუსთავქალაქობის ღონისძიებების ფარგლებში საღამოს კიდევ ორი ღონისძიება გაიმართა.
ხელოვნების სკოლის შესასვლელში ღონისძიება სახელწოდებით "გააცოცხლე რუსთავის ისტორია" გაიმართა.
ცენტრალური პარკის ამფითეატრში კი მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა" წარადგინა.