რას აცხადებს ექიმი

2018-09-15 13:38:01

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება ინფო რუსთავთან ექიმმა გააკეთა.

"პაციენტი არის 3 წლის გოგონა, შემოიყვანა სასწრაფოს ბრიგადამ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული ტრამვული დაზიანებების გამო. ძირითადი ტრამვა არის თავის ტრამვა. ბავშვი გონზეა. პაციენტს ამჟამად უტარდება გამოკვლევები"- განაცხადა ექიმმა სულხან სამხარაძემ.