ხმაური საპატიო რუსთაველის შერჩევის დროს
2018-09-13 21:55:14

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გუშინ საპატიო რუსთაველების შერჩევის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 14 კაციანი კომისია, რომელმაც საპატიო ქალაქელების ბედი გადაწყვიტა მერიამ დააკომპლექტა. რუსთავის მერიაში არ ამხელენ იმ ადამიანთა ვინაობას რომლებმაც საპატიო რუსთაველები შეარჩია, ასევე უცნობია რა კრიტერიუმებით დააკომპლექტა თვითმმართველობამ კომისიის წევრები.

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილია რომ კომისიამ საპატიო მოქალაქის ტიტული 10 ადამიანს მიანიჭა, აქედან 3 ქალია ხოლო 7 მამაკაცი. "ინფო რუსთავი" შეგნებულად არ ასახელებს მათ სახელებს და გვარებს რადგან ღონისძიებების მიხედვით ეს ინფორმაცია რუსთავქალაქობაზე უნდა გაჟღერდეს.

„რუსთავქალაქობა 2018“ 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც საპატიო რუსთაველები დასახელდებიან.