შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-09-13 18:37:02

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 08:00 საათამდე შეეზღუდება 3456 აბონენტს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებზე. 06:00-დან 08:30 საათამდე - 2761 აბონენტს რუსთავში მესხიშვილის, თოდრიას, ლეონიძის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 14-ე მიკრორაიონში. 06:00-დან 08:30 საათამდე - 2447 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, ლესელიძის, შარტავას ქუჩებზე, მე-12, მე-14, მე-15 და მე-16 მიკრორაიონებში. 15:00-დან 19:00 საათამდე - 508 აბონენტს მეგობრობის და  ფალიაშვილის ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 2385 აბონენტს გარდაბანში აღმაშენებლის, ენერგეტიკის, 9 მაისის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:30-დან 16:00 საათამდე - 93 აბონენტს მარტყოფში.

11:00-დან 18:00 საათამდე - 1427 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე - 2558 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, საფარლო, ქვემო ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში.

10:30-დან 18:30  საათამდე - 304 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარაკოვი, წინწყარო, სანთა.   11:00-დან 18:00 საათამდე - 1096 აბონენტს სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა.

11:30-დან 14:30 საათამდე - 32 აბონენტს წითელი ხილდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:00-დან 18:00 საათამდე - 776 აბონენტს სოფლებში ბაიდარი, ქურთლიარი, დოლისყანა, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI