რუსთაველი ჯარისკაცის დაკრძალვა [video]
2018-09-13 20:41:31

ვაჟა შათირიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცი, სამხედრო პატივით რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ვაჟა შათირიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, I-მა ქვეითმა ბრიგადამ და რიგითმა რუსთაველებმა გააცილეს.

რუსთაველი ჯარისკაცი 7 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას მეუღლე და 3 წლის შვილი დარჩა.