"ეს აუდიო ჩანაწერი არის დამონტაჟებული"
2018-08-10 13:58:58

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანა კეკენაძის თქმით, მედიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერი არ არის ავთენტური და ფაბრიკაციაა, იგი  არ ეკუთვნის ბრალდებულის დას მარიამ ჭანტურიას.

როგორც ჩვენთან საუბრისას გიორგი ჭანტურიას ადვოკატი აცხადებს, ზემოთხსენებული აუდიო ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს.

"როგორც მარიამი ამბობს, ეს აუდიო ჩანაწერი არის დამონტაჟებული სხვადასხვა საუბრებიდან ამოჭრილი და შემდეგ გაერთიანებული."- აცხადებს ანა კეკენაძე

პროკურორი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მტკიცებულებების დაყრდნობით იქნა დაკავებული 7 აგვისტოს ბრალდებული გიორგი ჭანტურია.

"საქმეზე არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ღია და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდების მხარე გააჟღერებს სასამართლოზე."- აცხადებს პროკურორი ლევან ჟალაღანია

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.