"გამომძიებელმა განაცხადა, რომ ეჩქარება და ვერ მოგვისმენს" [Video]
2018-08-09 18:02:31

გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს. ნახეთ ვიდეო

შეგახსენებთ , რომ გიორგი ჭანტურია პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა. მას ბრალად ედება განძრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება.
ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გიორგი ჭანტურია ბრალის წაყენების დროს  მზად იყო დეტალური ჩვენება მიეცა, თუმცა გამომძიებელმა დროის არ ქონის გამო უარი განაცხადა მოსმენაზე.
"სამართლებრივად რომ შევაფასოთ უკვე მასკარადს დაემსგავსა ეს ყველაფერი, ბრალდებულს აქვს სურვილი, რომ მისცეს ჩვენება და გამომძიებელი ამბობს, რომ ახლა ეჩქარება და არ აქვს საკმარისი დრო მოსასმენად"- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას ამ დრომდე არ ჰქონდა მტკიცებულებები და ახლახანს გადაეცა. დოკუმენტები მოიცავს 13 ტომს და 50-მდე დისკს და მას მხოლოდ 24 საათი აქვს ამ მასალის გადასახედად.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის პროცესში შეუძლოდ გახდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, სწორედ ამიტომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.