შემთხვევა მგზავრობის დროს
2018-07-19 22:06:43

შემთხვევა მგზავრობის დროს.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც მიკროავტობუსით მგზავრობდა (როგორც ინფო რუსთავს განუცხადეს სავარაუდოდ რუსთავი-თბილისის მარშრუტი) გზაში ცუდად გახდა. ქვემო ფონიჭალაში მძღოლმა მიკროავტობუსი გააჩერა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებიც. მოგვიანებით გაირკვა რომ ახალგაზრდა მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული, რომლის მაღალმა დოზამაც მისი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. ახალგაზრდას ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.