13 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება
2018-07-12 18:28:57

13 ივლისს რუსთავის ნაწილს ელ.ენერგიის მიწოდება შეუწყდება.

"ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

13 ივლისს, დილის 08:00-დან 10:00 საათამდე რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, ერისთავის, ბალანჩივაძის, მშვიდობის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მე-12, მე-16 და მე-17 მიკრორაიონებში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.