სამუშაოები ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს
2018-07-12 15:31:01

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას ბალახისგან  "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლები ასუფთავებენ.

სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური "რუსთავსერვის ცენტრია"