"იზრუნე, არ იძალადო" [PHOTO]
2018-05-16 13:58:28

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში პროექტის "იზრუნე, არ იძალადო" დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა შეაჯამეს. მოზარდებმა პროექტის მიმდინარეობისას ქოთნებში 250 მცენარე დარგეს და გაახარეს, რომელსაც შემდგომში სკოლის ტერიტორიაზე გადარგავენ.

ღონისძიებას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ. ცერემონიალის დასასრულს პროექტში აქტიურად ჩართულ კლასებს მადლობის ფურცელი და სერთიფიკატი გადაეცათ.