საფრთხის შემცველი სარეკლამო კონსტრუქცია [VIDEO]
2018-04-15 14:33:12

რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე სარეკლამო კონსტრუქცია მწყობრიდანაა გამოსული და გაზე მოძრავ ავტომობილებსა და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, საფრთხის შესახებ ინფორმირებული არიან და შესაბამისი ინფორმაცია ბილბორდების მფლობელ კომპანიას უკვე მიაწოდეს. ნახეთ ვიდეო.

შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ, რუსთავში ძლიერი ქარის დროს სარეკლამო ბანერები ქალაქის შემოსასვლელში და შარტავას გამზირზე ჩამოვარდა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე