#11 სამარშრუტო ხაზი გაუქმდა
2018-04-15 13:41:31

რუსთავში #11 სამარშრუტო ხაზი გაუქმდა. მიზეზი მგზავრთა ნაკადის სიმცირე იყო.

დაახლოებით ორი თვის წინ რუსთავის მერიის ინიციატივით, #11 სამარშრუტო ხაზი დაინიშნა რომელიც სვლა-გეზს ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყებდა, აზოტის საავადმყოფოს გავლით კი თბილისის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რის შემდეგაც მარშრუტს რუსთავის მერიასთან ასრულებდა. უკუმიმართულებით კი ისევ ახალ რუსთავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას გაივლიდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნული მარშრუტი დროებით შეჩერდა, მიზეზად კი ზურა ტაბაღუამ  მგზავრთა ნაკადის სიმცირე დაასახელა.

როგორც  ტაბაღუამ ინფო რუსთავს განუცხადა თუ აღნიშნულ მარშრუტზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, რუსთაველებს #11 სამარშრუტო ხაზი ისევ მოემსახურება.