სროლა თოდრიას ქუჩაზე [video]

2018-03-22 23:11:03

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის კამათისას 1 ადამიანი დაიჭრა. "ინფო რუსთავისთვის" ცნობილია რომ ახალგაზრდებს შორის კამათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხებთან ახლოს მოხდა. ბიჭებს შორის საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. დაჭრილია ერთი მამაკაცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობ." ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნახეთ ვიდეო.


RUSTAVI