ავარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე
2018-03-13 18:36:00

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მერსედესის და ტოიოტას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ-ერთ მანქანაში მყოფ  ქალბატონს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ფაქტთან დაკავშირებით კითხავდა, შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ინფო რუსთავის ინფორმაციით,  პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და  უახლოეს საათებში ბინაზე გაწერენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.