როგორი იქნება რუსთავის საიუბილეო ლოგო [PHOTO]
2018-02-13 22:08:41

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს საკონკურსო ნამუშევრები მერიაში გამოიფინა.
რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ხელმძღვანელის, მარიკა ფიროსმანაშვილის, ინფორმაციით, ქალაქის თემატიკაზე შექმნილი ლოგოები 34-მა კონკურსანტმა წარმოადგინა, მათ მიერ შესრულებული ნამშევრებიდან კი გამარჯვებულს 15-კაციანი ჟიური გამოავლენს.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეებს შინაარსობრივად ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი ლოგოები უნდა შეექმნათ, რომელშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო რიცხვი 70.

საუკეთესო ლოგოს ავტორი 15 თებერვალს გამოვლინდება და მას 1000 ლარი გადაეცემა. წარმოგიდგენთ საკონკურსო ნამუშევრებს.

ავტორი: ირმა კურტანიძე