რუსთავში, ქუჩაში კაცმა ქალს სცემა

2024-11-30 18:56:03

რუსთავში ქუჩაში კაცმა ქალს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 40 წლამდე კაცსა და მის მეგობარ ქალს შორის კამათი ბათუმის ქუჩაზე დაიწყო, რაც ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა და ფიზიკური ანგარიშწორებით დასრულდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.