შეიცვლება თუ არა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

2024-05-05 00:08:59

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გადაადგილება აღდგომის პერიოდებში ძველი გრაფიკით გაგრძელდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ავტობუსები მგზავრებს ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან, თუმცა სადღესასწაულო დღეებში ივლიან მცირედით გაზრდილი ინტერვალებით.