რუსთავში კაცი არასრუწლოვანს სექსუალურად ავიწროებდა

2023-09-23 00:31:04

რუსთავში კაცი არასრუწლოვან გერს სექსუალურად ავიწროებდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 35 წლამდე კაცი მეგობარი ქალის არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებთ იყო დაკავებული.

არსებული ინფორმაციით მამინაცვალი გერს სექსუალურად იმ დროს ავიწროებდა როდესაც ბავშვის დედა სახლში არ იმყოფებოდა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. მოგვიანებით გაირკვა რომ გარყვნილი ქმედება გოგონას მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა.

სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. გაიმართა სასამართლო პროცესები რის შემდეგაც მამინაცვალს მოსამართლემ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.