რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა

2022-11-24 16:13:38

რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა.

გადამწყვეტი ხმა ამ შემთხვევაში ფრაქციას "საქართველოსთვის" ენიჭებოდა, რომელმაც ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

ფრაქციის წევრების თქმით, მათ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.