რუსთავში, ქუჩაში სპეცოპერაცია ჩატარდა

2022-06-09 22:05:52

რუსთავში საჯარო მოხელე დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო ღონისძიება თოდრიას ქუჩაზე ჩატარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაკავებული 40 წლამდე მამაკაცია. მისი აყვანა პირდაპირ ქუჩიდან მოხდა.

სავარაუდოდ, საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება.

საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები