რუსთავის პოლიციამ 1 პირი დააკავა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცმა საწარმო "ჯეოსტილიდან" დაახლოებით 1 ტონა არმატურა მოიპარა.
ამ ეტაპზე სააგენტოსთვის უცნობია თუ რა გზით მოახერხა მამაკაცმა 1 ტონა არმატურის საწარმოდან გატანა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ბრალდებულის სახით უკვე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.