რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

2022-02-02 01:53:40

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი გახდა თუ ვინ იქნება რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია "ქართული ოცნებიდან".

მმართველი პარტია კანდიდატად სავარაუდოდ ირაკლი შატაკიშვილს დაასახელებს.

ირაკლი შატაკიშვილი არის რუსთაველი, 38 წლის, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. 2004 - 2007 წლებში სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა სამართალმცოდნეობის განხრით გერმანიაში განაგრძო, არის გერმანული ენის სპეციალისტი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა რამდენიმე საადვოკატო ბიუროში, შემდეგ იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, საქართველოს მთავარი პროკურატურა და ბოლოს „RMG COPPER“-ი. ასევე არის საზოგადოება "რუსთაველების" ერთერთი დამფუძნებელი.

შეგახსენებთ რომ მას შემდეგ რაც ნინო ლაცაბიძემ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ქალაქის მერი გახდა, რუსთავი, საკანომდებლო ორგანოში დეპუტატის გარეშე დარჩა. ცესკოს გადაწყვეტილებით მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავში 2 აპრილს გაიმართება.