რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VIII მიკრორაიონში ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშწორებით დასრულდა.
40 წლამდე მამაკაცი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შემდეგ კი ბავშვების თანდასწრებით სცემა.
ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსთავის პოლიციამ უკვე დააკავა.