რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა [video]

2021-10-16 15:34:00

ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან ვადაზე ადრე არ გათავისუფლდეს.

მომიტინგეებმა ასევე გააჟღერეს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის იყო სამუდამო პატიმრობის მისჯა სააკაშვილისთვის და ასევე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა.

როგორც სიტყვით გამოიმსვლელებმა განაცხადეს, აქცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაორგანიზდა.