რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში კაცი გარდაიცვალა

2021-10-05 10:57:49

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯართში გაურკვეველი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

ჯართის გადამუშავების დროს კი აფეთქება მოხდა და მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღევავს გულისხმობს.