რუსთავის ავტობანზე ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

2021-09-24 17:07:17

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის ბანერს შეეჯახა. ავტომობილში შემთხვევის დროს ორი 20 წლამდე ბიჭი ისხდა.

ერთ-ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც საიფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების ნეიროქირურგმა დავით გელაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები