"მესამე ძალის" რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატები [photo]

2021-09-18 23:38:45

პოლიტიკურმა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლმა", რომელიც არჩევნებში მესამე ძალის სახელით იღებს მონაწილეობას, რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიას 7 სამაჟორიტარო ოლქიდან საკრებულოს წევრობის კანდიდატი 6-ში ეყოლება.

პირველ სამაჟორიტარო ოლქში - გიორგი ერისთავი

მე-2 ოლქში - პაპუნა პაპავა

მე-3 ოლქში - ნატო ბერუაშვილი

მე-4 ოლქში - თამარ გედევანიშვილი

მე-5 ოლქში - გვანცა ცინცაძე

მე-6 ოლქში - ნანა გაფრინდაშვილი

როგორც "ინფო რუსთავს" სტრატეგია აღმაშენებლის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პაპუნა პაპავამ განუცხადა, მათი მთავარი გეგმა რუსთავში უმუშევრობის დაძლევაა, რომელსაც ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის შემოყვანით გეგმავენ.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთავში მაქსიმალურად შემოვიყვანოთ წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. რადგანაც რუსთავი წლების განმავლობაში კი იყო ადგილო სადაც, ადამიანები ქარხნებში, მაგრამ ამ ეტაპისთვის რუსთავში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. შიდა მიგრაციის შედეგად არის შემოდინება დიდი და სამუშაო ადგილებს მხოლოდ ქარხნებით და საწარმოებით ვერ ვქმნით. ამიტომ აუცილებელი შემოვიყვანოთ რაც შეიძლება ბევრი წვრილი და საშუალო ბიზნესი. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ შემოვიყვანოთ სხვადასხვა ბრენდი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ და ადგილზე 15-20 და მეტი რაოდენობით ადამიანს დაასაქმებენ. ჩვენ არ გვაქვს ის დაპირებები, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები გამოდიან და აცხადებენ, რომ ათას ადამიანს დაასაქმებენ. ჩვენ ტყუილს მოსახლეობას არ ვეტყვით.",- განუცხადა "ინფო რუსთავს" პაპუნა პაპავამ.

პაპავას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ ბიუროს შექმნას, სადაც რუსთაველებს იურიდიული და სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ.