რუსთავში მამაკაცი მოკლეს

2021-08-25 00:00:32

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცი მოკლეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის კაცია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.

გარეჯის ქუჩაზე მუშაობს "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი და დამატებით დეტლებს მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.