რატომ გამოიძახეს ცენტრალურ პარკში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი

2021-07-21 23:59:17

რუსთავის დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ავტოსადგომზე დაპარკინგებული ავტომობილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა, ერთ-ერთმა დამსვენებელმა ხმა გაიგო და უსაფრთხოების მიზნის სახანძრო-სამაშველო და სამართალდამცავები გამოიძახა.

ავტომობილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

ცენტრალურ პარკში მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.