ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა

2021-06-16 19:59:00

ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სატვირთო ავტომობილმა მამაკაცს მაშინ გადაუარა როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

მამაკაცი ტრაილერის ბორბლებში მოექცა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.