დევნა და "რბოლა" რუსთავში [video]

2021-05-30 00:33:58

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტომობილი, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაურბოდა, სამ ავტომობილს შეეჯახა. [ვიდეო/video]

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" თვითმხილველებმა განუცხადეს, "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქ ავტომობილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა.

დამალვის მიზნით კი მძღოლი შარტავას გამზირის შიდა ქუჩაზე შევიდა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილებს, ჯერ "ოპელის", შემდეგ "ფორდის" სატვირთოს და ბოლოს "მიცუბიშის" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შემდეგ "ბე-ემ-ვეს" მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ქუჩაზე ხალხი სეირნობდა და ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ავტომობილი დიდი სისწრაფით შემოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები