მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია

2021-05-11 11:55:25

13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, 13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.