სროლის ხმა რუსთავში [video]

2021-04-13 23:20:23

სროლის ხმა რუსთავში [ვიდეო/video]

ახალ რუსთავში, თითქმის ყველა ქუჩაზე ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან მოდიოდა.

"კრწანისის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა გეგმიური წვრთნები, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ამ დროისთვის წვრთნები უკვე დასრულებულია", - განუცხადეს თავდაცვის სამინისტროში "ინფო რუსთავს".