გამწვანების აქცია რუსთავში [photo]

2021-04-04 15:36:46

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.

ჩაპაევის ქუჩაზე ფიჭვის ხეების დარგვაში ეკომოხალისის სტატუსით მონაწილეობა პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ მიიღო.

"თითქმის ყოველი შაბათი-კვირა არის მწვანე შაბათი-კვირა ჩვენს ქალაქში და მე, როგორც რიგითი მოხალისე, ვუერთდები რუსთავსერვის ცენტრის მწვანე აქციებს. ჭყონდიდელის დასახლებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის გამწვანება შევძელით. 50 ძირი ფიჭვი დაირგო, რომელიც გაიზრდება, გაიხარებს და ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება.

იმედი მაქვს, რომ ბიზნესთან და მერიასთან ერთად კიდევ შევძლებთ, რომ ცარიელი ადგილები გავამწვანოთ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გამწვანების აქციის ფარგლებში გასულ კვირას 150-მდე ხე-მცენარე დაირგო ფალიაშვილის გზის შუა გამყოფ ზოლზეც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები