რა წერია რუსთავის ბაღების გაერთიანების განცხადებაში

2021-02-26 11:08:28

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება მშობლებს მიმართავს:

"უწყებათშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის ბაგა-ბაღებში 1 მარტიდან განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
პროცესი გაგრძელდება შეზღუდვების სრული დაცვით, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ  covid 19-ის პრევენციის მიზნით დააწესა. ინფორმაცია განთავსებულია ყველა ფილიალში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება ქ.რუსთავის ყველა ბაგა-ბაღში ბავშვთა თავისუფალი დასწრების რეჟიმით"- წერია რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანების ფეისბუქზე.