მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

2021-01-13 22:03:37

14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 იანვარი +14°C, 15 იანვარი +8°C, 16 იანვარი +3°C, 17 იანვარი +7°C.

RUSTAVI