იქნება თუ არა ძველით ახალ წელს კომენდანტის საათი

2021-01-13 18:24:30

"იხსნება თუ არა კომენდანტის საათი ძველით ახალი წელს",- ამ კითხვით დღის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბევრმა რუსთაველმა მიმართა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტოს მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე (144) განუცხადეს, ძველით ახალი წლის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება.

შესაბამისად, შეზღუდვა 9 საათის შემდეგ გადაადგილების შესახებ რჩება და ყველა პირი, რომელიც დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევს, დაჯარიმდება. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI