რუსთავში ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი ჩვილია

2021-01-10 17:51:41

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გამოკვლეულ 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა განუცხადა.

როგორც აბულაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, ინფიცირებულები დედა და მისი მცირეწლოვანი შვილები არიან. პედიატრის თქმით, 2 წლამდე ბავშვსა და 3 თვის ჩვილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 დაუდასტურდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელულ 8 პაციენტს. კლინიკაში კორონავირუსულ ინფექციაზე სულ 99 პირი შეამოწმეს.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა "კლინიკა რუსთავის" 26 პაციენტს, მათგან ვირუსი აღმოაჩნდა 6 პირს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები