ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-01-05 00:37:08

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე (რაგბის სტადიონის მიმდებარედ) [ვიდეო/video]

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ტოიოტა"-სა და "ჰიუნდაი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავარია კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.