რუსთავში 1 ბენეფიციარის გამოკვება 2 ლარი დაჯდება

2020-12-18 12:01:14

უფასო სასადილოების პროგრამაში რუსთავში დამატებით 150 ბენეფიციარი ჩაერთვება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის რუსთავის მასშტაბით, უფასო სასადილოების პროგრამით 2 050-მდე სოციალურად დაუცველი პირი ისარგებლებს. კავთიაშვილის განცხადებით, ერთი ბენეფიციარის გამოკვებაზე დღეში 2 ლარი დაიხარჯება.

"იმის გათვალისწინებით, რომ მომლოდინეთა რაოდენობა იყო, 150 ბენეფიციარით გაიზარდა და შეადგინა 2 050 ბენეფიციარი, რაფასთაკვლევა უკვე ჩატარებული გვაქვს და ვემზადებით სატენდერო პროცედურებისთვის. ერთ ადამიანზე ამ ფასთაკვლევის შესაბამისად განსაზღვრულია 2 ლარი", - განაცხადა კავთიაშვილმა.