რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-12-03 23:12:22

ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტი დასრულების ეტაპზეა.

კომპანია რუსთავის წყალმა გაგარინის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა 420 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.
ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რომელიც წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა.

გაგარინის ქუჩაზე მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციით წყალმომარაგება გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მაცხოვრებლებს.

კომპანია რუსთავის წყალმა სარეაბილიტაციო სამუშაოებში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია, ხვალ, 4 დეკემბერს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 დეკემბერს, საღამოს 22.00 საათიდან 5 დეკემრის დილის 10.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებასა და მარისახის დასახლებას.