რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აქედან 31 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პოლიკლინიკაში ვირუსზე, სულ, 74 პაციენტი შემოწმდა.
ადმიას თქმით, შემოწმებული პირებიდან ყოველი მეორეს ტესტი კოვიდ19-ზე დადებითია.
დადასტურებული 34 შემთხვევიდან 2 კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში დაფიქსირდა, სამედიცინო დაწესებულებაში სულ 5 პირი შეამოწმეს.
რაც შეეხება ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, 3 პაციენტიდან კორონავირუსი 1 პაციენტს დაუდასტურდა.
კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა რუსთაველია. როგორც კლინიკებში აცხადებენ, პაციენტების დიდმა ნაწილმა მკურნალობა ბინაზე განაგრძო.