ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

2020-11-21 15:16:41

15:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ხმა 17 330-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 16.13%-ს შეადგენს.

მე-12 სამაჟორიტარო ოლქში, რომელშიც რუსთავთან ერთად გარდაბნის 10 თემიც შედის, 15:00 სათისთვის 24 890 ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურის შესაბამის დროსთან შედარებით დღეს მისული ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია.

შეგახსენებთ, რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 6 სპეცუბანია, სადაც 108 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI